ხშირად დასმული კითხვები
რა უჯდება მასპინძელს YOCO Point-ის დადგმა?
₾0. აღჭურვილობას, მონტაჟს, შევსებასა და მომსახურებას იოურ კოფეს გუნდი უზრუნველყოფს. მასპინძელი გამოყოფს მხოლოდ ადგილს და დენის წერტილს — არც ტექნიკაში იხდის, არც მომსახურებაში.
რამდენი ადგილია საჭირო?
ცალკე ყავის მოდული კომპაქტურია და კუთხეშიც ეტევა. სრულ სადგურს ემატება ღია თაროები და მაცივარი, ამიტომ კედლის მონაკვეთი სჭირდება. ზუსტი განლაგება ადგილზე ვიზიტისას თანხმდება — კონფიგურაცია ერგება სივრცეს და არა პირიქით.
ვინ ავსებს და ემსახურება სადგურს?
იოურ კოფეს გუნდი. შევსება, მოვლა, პროგრამული განახლებები და მომხმარებელთა მხარდაჭერა ჩვენს მხარესაა; ყველა ლოკაციას ჰყავს პირადი მენეჯერი. მარაგებს დისტანციურად FrontFlow-ით ვაკვირდებით — ეს ჩვენი საკუთარი cloud პლატფორმაა.
რამდენ ხანში მონტაჟდება?
ხელშეკრულების გაფორმებიდან მუშა სადგურამდე — ერთი სამუშაო დღე. ახალ მოთხოვნასაც მენეჯერი ერთ სამუშაო დღეში პასუხობს.
როგორ იხდიან მომხმარებლები?
თვითმომსახურების ტერმინალზე: დაასკანერეთ პროდუქტის შტრიხკოდი და გადაიხადეთ ბარათით ან NFC-ით. ეკრანი ფასს უკვე ლოიალობის ფასდაკლებით აჩვენებს. არც აპლიკაცია სჭირდება, არც ნაღდი ფული.
რით განსხვავდება მიკრომარკეტი ვენდინგ აპარატისგან?
ვენდინგ აპარატი დაფასოებულ პროდუქტს ფიქსირებული უჯრედებიდან გასცემს. მიკრომარკეტი ღია თაროები და მაცივარია: ასორტიმენტი უფრო ფართოა, ახალი და გაციებული საკვებიც შედის — სენდვიჩები, სალათები, რძის პროდუქტები — და მომხმარებელი პროდუქტს ხელში იღებს, სანამ ტერმინალზე გადაიხდის. თაროებს ვიდეომონიტორინგი აკონტროლებს.
რა ტიპის სივრცეებს ერგება?
ოფისებსა და ბიზნეს ცენტრებს, კლინიკებს, უნივერსიტეტებს, ფიტნეს კლუბებსა და საცხოვრებელ კომპლექსებს. YOCO Point დღეს თბილისში 25+ ლოკაციაზე მუშაობს — მათ შორის Gagua Clinic-ში, Medison-ში, IBSU-სა და NEU University-ში, Be Pure Fitness-ში.
როგორ მუშაობს ლოიალობის პროგრამა?
ყოველი შესყიდვა ნებისმიერ YOCO Point-ზე ერთ უვადო ჯამში გროვდება. დონეები: ბრინჯაო 5% პირველივე შესყიდვიდან, ვერცხლი 7% ₾100-დან, ოქრო 10% ₾300-დან, პლატინა 15% ₾550-დან. მიღწეული დონე სამუდამოა და ფასდაკლება მთელ ქსელში მოქმედებს.